logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ფისკალური რისკების სწორად მართვა დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან დაგვიცავს
ივანე მაჭავარიანი: ფისკალური რისკების სწორად მართვა დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან დაგვიცავს
14:49 29.12.2020
ფისკალური რისკების სწორად მართვა დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან, - განაცადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ მომავალში არ უნდა მოხდეს რისკების მქონე ახალი ვალდებულებების აღება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, ხოლო არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი.

„მეორე მიმართულება ეს არის სახელმწიფო საწარმოები. დღეს მათი დიდი ნაწილი ბიუჯეტის დამატებით ტვირთს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანი ფისკალური რისკების მატარებელია. შესაძლებელია ითქვას, რომ დღეს, სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკური ზრდის შემაფერხებლები არიან. აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია: არაეფექტური საწარმოების პრივატიზება / ლიკვიდაცია, ე.წ. „სოციალურ“ საწარმოებში, როგორიც არის დასუფთავების, წყალმომარაგების, კეთილმოწყობისა და მსგავსი ტიპის საწარმოები, საჭიროა ხარჯების ოპტიმიზაცია და შემოსავლების ზრდა, სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმა - ისინი უნდა გახდნენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კიდევ ერთი მიმართულება რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა გაამახვილა ყურადღება საგადასახადო შემოსავლების ზრდაა.

„რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუმცა აუცილებელია ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ, რის ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ შემოსავლები. მათ შორის, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები. არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, შეღავათები არ უწყობს ხელს უთანაბრობის შემცირებას და არ არის ორიენტირებული სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე ან მცირე ბიზნესზე.

„უფრო მეტიც, სწორედ მათი გაუქმება და მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე მიმართვა მოგვცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე, სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება.

„კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გადახდისუუნარობის ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მომდევნო წლიდან ამოქმედდება. განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა