logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკას  სწრაფი აღდგენის პოტენციალი შევუნარჩუნოთ
გიორგი გახარია: ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ ქვეყნის ეკონომიკას სწრაფი აღდგენის პოტენციალი შევუნარჩუნოთ
11:26 29.12.2020
დღეს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია და მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, არა მხოლოდ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს, არამედ ყველას, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ, რათა გადავაზღვიოთ როგორც ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე მივეხმაროთ ქვეყანას, მზად იყოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს პანდემიას, ვინაიდან ეს არის გლობალური გამოწვევა, თუმცა აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისზე ერთობლივი გამარჯვებაც.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტი - მარტივი წესების შესრულება, უნდა ვატაროთ პირბადე მაქსიმალურად ყველგან, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. განსაკუთრებით რეგიონებში, მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ; ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და მაღალი რისკის მატარებელ ადამიანებს, ეს არის ჩვენი ყველას მიზანი. საბოლოო ჯამში პანდემიაზე გამარჯვება ცალკე აღებული ვერ იქნება ქვეყნის წარმატების გარანტია. ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას და შევუნარჩუნოთ სწრაფი აღდგენის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა