logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კაკაურიძე: დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები
გიორგი კაკაურიძე: დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები
21:09 28.12.2020
დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ინვესტიციები მიიმართოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კაპიტალური პროექტების ხარჯზე დეფიციტის შემცირება გრძელვადიან პერიოდში, არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, ამიტომ მისი განცხადებით, საჭიროა იმ რესურსების გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში.

„პირველ რიგში, ეს არის სახელწიფო საწარმოების ნაწილი, რომელთაც აქვთ იმის პოტენციალი რომ ეკონომიკურ ზრდაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ, ჰქონდეთ მეტი მოგება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევაში დაგვეხმარონ. მეორე მიმართულებაა დამატებითი შემოსავლების მობილიზება. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პირდაპირ რომელიმე გადასახადის გაზრდას, არამედ ესაა ადმინისტრირების ნაწილში გაუმჯობესება, იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად გამოვიყვანოთ ჩრდილიდან და დაწესებული გადასახადი სამართლიანად გადაიხადოს ყველამ. გარდა ამისა, თითქმის ყველა მიმართულებით დაწესებული გვაქვს შეღავათები, უნდა შევთანხმდეთ, ემსახურება თუ არა ეს შეღავათები მთავარ მიზანს - მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ან კონკრეტული სექტორის განვითარებას ან აქვს თუ არა მას სოციალური ფაქტორი. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება ეს შეღავათები, სამომავლოდ მათი ეტაპობრივად გადახედვა მოგვიწევს. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შევამციროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, სამწუხაროდ, ხდება ეკონომიკური შოკები და მათზე საპასუხოდ აუცილებლად გვჭირდება რეზერვი. ამისთვის კი საჭიროა რეფორმების განხორციელება და ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა