logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნა
რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნა
20:51 28.12.2020
რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი“ გაიხსნა. 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 25 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას საძირკველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა.

შ.პ.ს „ქართული ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც სრულად ექსპორტზე გავა. საწარმოში ამ ეტაპზე 700 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონი ლარი თიბისიმ, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი“ საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა. სადაც ჯამში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Lotto, Erima, Under Armour და სხვა.

საწარმოში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება.

ჯგუფი წლიურად 15 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის და მისი წლიური ექსპორტის ჯამური მოცულობა 250 მილიონი ლარია. რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„თიბისისთვის, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, სირთულეებით სავსე წელს მთავარი გამოწვევა იყო მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესებს იმისთვის, რომ სექტორს და ზოგადად ქართულ ეკონომიკას ფუნქციონირება გაერგძელებინა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა - მხარი დაგვეჭირა პარტნიორი კომპანიებისთვის მათი მიმდინარე თუ ახალი ინიციატივების განხორციელებაში. მოხარული ვარ, რომ „ქართული ტექსტილი“ სწორედ იმის მაგალითი აღმოჩნდა, რომ არსებული რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც. წლის ასეთი დასასრული იმედს მაძლევს, რომ მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებების მომტანი იქნება“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა