logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო 4 000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთა 90 პროცენტი ქალია
ნათია თურნავა: „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო 4 000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთა 90 პროცენტი ქალია
20:39 28.12.2020
„პანდემიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შემოდის ახალი ინვესტიცია და იხსნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექსტილის საწარმო, სადაც უკვე 700--მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალი წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 4000-ს მიაღწევს. ეს არის ძალიან ძლიერი, კონკურენტუნარიანი ჯგუფი თურქი ინვესტორების, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ეს საქმე არ გაჩერებულა, მიუხედავად პანდემიისა - კომპანიამ უფრო მეტად გაიმყარა საერთაშორისო ასპარეზზე თავისი კონკურენტუნარიანობა და არაერთ ცნობილ სპორტულ კლუბს აწვდის ტანსაცმელს, რომელიც შეკერილია საქართველოში. მსურს მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ რუსთავში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს - „ქართლი ტექსტილის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, ასევე სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ „ქართლი ტექსტილი“ შეიქმნა სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამის აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში - ინვესტორს გადაეცა მიწა საინვესტიციო პირობებით და დასაქმების ვალდებულებებით. „ჩვენ ყველა მომსწრენი ვართ. თუ როგორი წარმატებით სრულდება ეს ვალდებულებები“ - აღნიშნა მინისტრმა.

კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armor. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმო 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა