logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სიმბიოტიკსი და თიბისი ლიზინგი 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან
სიმბიოტიკსი და თიბისი ლიზინგი 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდიან
19:12 25.12.2020
თიბისი ლიზინგმა და გავლენიანმა საინვესტიციო კომპანიამ “სიმბიოტიკსი“, წარმატებული გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში, ახალ შეთანხმებასმიაღწიეს, რომლის საფუძველზეც “სიმბიოტიკსი“ თიბისი ლიზინგს 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს. ახალი რესურსი ხელს შეუწყობს საქართველოში სხვადასხვა სალიზინგო პროგრამების განვითარებას და აქცენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე- თიბისი ლიზინგის რეგულარულ და პოტენციურ მომხმარებელზე. მცირე და საშუალო საწარმოები, განვითარებადი ეკონომიკური პოტენციალით, მზარდ სექტორს მიეკუთვნება და მოქმედი ბიზნესების უმეტესობას წარმოადგენს; მათ კრიზისთან ბრძოლის წინააღმდეგ ინოვაციური მიდგომები გამოავლინეს და ამავე დროს, შეინარჩუნეს გადახდისუნარიანობა. საქართველოს მთავრობა სუბსიდირების პროგრამებითა და სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და შემდგომ განვითარებაში.

მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი თიბისი ლიზინგის პორტფელის 2/3-ს შეადგენს. გარდა ამისა, თიბისი ლიზინგის გაფართოების მიზანი თანხვედრაშია რეგიონებში მოღვაწემცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მატების ტენდენციასთან, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის პორტფელში გეოგრაფიული კონცენტრაციის დაბალანსებას. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი თიბისი ლიზინგის სამიზნე სეგმენტად რჩება, ვინაიდან უშუალოდ ლიზინგს შეუძლია ამ სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც მას უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს ხდის საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში.
“პანდემიურმა სიტუაციამ ეს ფინანსური წელი უჩვეულო გახადა, მრავალი გეგმის გადახედვა მოგვიხდადა ზოგიერთი მიზანი ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღარ აღმოჩნდა, როგორც ამასაქამდე ველოდით. არასტაბილურობის მიუხედავად, კომპანიას შეუძლია დააფინანსოს ახალი პროექტები და ამავდროულად არსებულ კლიენტებს საშეღავათო პერიოდი შესთავაზოს - გაათავისუფლოს ისინი საიჯარო გადასახადებისგან 3-დან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. ასეთი კრიზისის დროს, “სიმბიოტიკსის“ მუდმივი მხარდაჭერა და გამორჩეული თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულად იქცა ჩვენი კლიენტებისთვის უწყვეტი დახმარების აღმოჩენაში, ხოლო სანდო პარტნიორობამ კიდევ უფრო მეტად წაახალისა სტაბილური, განვითარება. ამასთან, მოვახერხეთ, რომ გაგვეთვალისწინებინალარის გაცვლითი კურსის რყევების შედეგად წარმოშობილი რისკები, რაც აღნიშნული რესურსის ნაწილის ლარში დენომინირებით გახდა შესაძლებელი,“- ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანასური დირექტორი.

“თითქმის 5-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ლიზინგმა დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მნიშვნელოვან მისიას ატარებს გაუზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პროდუქტიულობის გაზრდას და თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისისმიუხედავად, მოხარული ვართ, რომ წელს, ახალი დაფინანსებით ვუწყობთ ხელს თიბისი ლიზინგს, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში. გვჯერა, რომ საქართველოს რეალური ეკონომიკის განვითარებაში მომავალშიც საერთო ძალებით შევიტანთ წვლილს,”- სოფია ტულუპოვა, ECA-ს და MENAP-ის თანარეგიონალური მენეჯერი “სიმბიოტიკსში“.
ფინანსური რესურსის მოქმედების ვადის განმავლობაში, მოსალოდნელია, 200–ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფინანსება და აღნიშნულსუბიექტებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა.

თიბისი ლიზინგის შესახებ
– თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრია. ის საქართველოში ყველაზე მსხვილ სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. კომპანიათნამშრომლობს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთანდა ახორციელებს პროექტების დაფინანსებასთითქმის ყველა ბიზნეს სექტორში. კერძოდ, მედიცინა, ტრანსპორტი, სტუმარ-მასპინძლობის, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, მშენებლობა და სხვა, ასევე კომპანია ახორციელებს საცალო კლიენტებისდაფინანსებას.

“სიმბიოტიკსის“ შესახებ - “სიმბიოტიკსი“სოციალური ტრანსფორმაციის ინვესტირების ბაზარზე წვდომის მოწინავე პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების და მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დაფინანსებას განვითარებად და გარდამავალ ეკონომიკებში. 2005 წლიდან, კომპანიამ 90 განვითარებად და გარდამავალ ბაზარზე 450 კომპანიასთან4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული ინვესტიციები დაფინანსებულ იქნა 25-ზე მეტისაფონდო მანდატის და 50-ზე მეტი მესამე მხარის სპეციალიზირებული საფონდო მენეჯერისმიერ, რაც მსგავსი გარიგებებისთვის მზარდ ბაზარს და ეკოსისტემასა ქმნის.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა