logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა, ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე
ნათია თურნავა: თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა, ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე
14:11 25.12.2020
მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, ასიგნება, იმისთვის, რომ მან, თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, თუმცა არსებული შეზღუდვების გამო, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს ეხება ჩვენი კულტურის მოღვაწეებს, მუსიკოსებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვეულებრივ დროს, პანდემიამდე, ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა, როგორც სხვადასხვა სასტუმროში, ასევე სხვადასხვა რესტორანში მთელი საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით, ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან, არსებული შეზღუდვების გამო, იცით, რომ არ იფუნქციონირებენ რესტორნები, ჩვენ, ასევე, მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებსაც საახალწლო, საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, ეს არის აკრძალული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, ასიგნება, იმისთვის, რომ მან, თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. იცით, რომ ქალაქ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო, საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი, კარგი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება ძალიან ბევრ კულტურის მოღვაწეს ამ რთულ ვითარებაში და ამ შეზღუდვებში, ვინც, რა თქმა უნდა, დაზარალდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა