logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილი: მერია ძალიან ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, ამავდროულად ცუდი არ იქნება თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება
კახა კახიშვილი: მერია ძალიან ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, ამავდროულად ცუდი არ იქნება თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება
18:58 24.12.2020
პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო და გიორგი გახარიას მიმართა, ხომ არ არსებობს სამართალდამცავთა სისტემის თანამშრომლების სოციალური გარანტიების პაკეტი, რამდენადაც ისინი ურთულესი სისტემის თანამშრომლები არიან და მათ ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დაღუპილი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები. „გმირი უნდა იყოს მაგალითი და გმირის ოჯახი უნდა იყოს დაფასებული, იმისთვის, რომ ადამიანებმა ნახონ რომ სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის ინტერესები“, -განაცხადა დეპუტატმა.

კახა კახიშვილი ასევე შეეხო ქუჩის სპორტის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. „მინდა გთხოვოთ, იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად ცუდი არ იქნება თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. მაგალითად, არ არსებობს, რომ სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და სიმბოლურ თანხად ამეცადინებდეს ბავშვებს საღამოობით, ეს იქნება კარგი და მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ“.

დეპუტატმა საკითხი დააყენა ვეტერანების დახმარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „სამწუხაროდ ვეტერანები გაყვეს „ჩემს ვეტერანებად“ და „სხვის ვეტერანებად“ და არ არის გათანაბრებული მათი დახმარება, რაც უბრალოდ უხერხულია. ამ კუხით ხომ არ ვიფიქროთ ჩვენ, რომ ერთიანი სტაბილური სისტემა შევქმნათ ვეტერანების დასახმარებლად“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიმართა შშმ პირების დახმარებას შეეხება და განაცხადა, რომ „დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ისინი 18 წლამდე იღებენ დახმარებას, 18 წლის შემდეგ კი დახმარება აღარ ეძლევათ და სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს მშობელმა რომ არის მზრუნველი და ა.შ., რაც რა თმა უნდა, ურთულესი პროცედურებია და ამაზეც ხომ არ ვიფიქროთ. იმიტომ, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ხარჯი ემატება ოჯახს და ვფიქრობ, არალოგიკურია, რომ დახმარება მხოლოდ 18 წლამდეა“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა