logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა უფრო ეფექტური გახდეს
გიორგი გახარია: მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა უფრო ეფექტური გახდეს
13:21 24.12.2020
ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგადასახადო სისტემაში არის უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. შესაბამისად, პრემიერის თქმით, მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობით დეტალურად უნდა იყოს განხილული ყველა შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობაა აღნიშნული ნაწილი გაძლიერდეს, ნაწილ შემთხვევაში კი გაუქმდეს.

„ჩვენ მოგვიწევს საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური. საგადასახადო სისტემაში დღეს ჩვენ გვაქვს უამრავი შეღავათი, რომლის ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი, იმისთვის, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ და ხშირ შემთხვევაში ალბათ, გავაუქმოთ, იმიტომ, რომ ეფექტურობა ამ საგადასახადო შეღავათების, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დღეს.

ჩვენ ასევე ამ პარლამენტთან ერთად მოგვიწევს, განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების - დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები. ან საერთოდ, ამ პრაქტიკის გაუქმების საკითხი. მაშინ, როდესაც საგადასახადო საკანონმდებლო ჩარჩო მოყვანილია წესრიგში, მაშინ, როდესაც არსებობს ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აძლევს ბიზნესს შესაძლებლობას, გამოიყენოს დავების, მედიაციის და სხვადასხვა ინსტრუმენტები, დადგა დრო, რომ ჩვენ სერიოზულად განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმების, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ეფექტიანობა და მათ შორის სამართლიანობაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა