logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა უნდა შექმნას
გიორგი გახარია: სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა უნდა შექმნას
13:18 24.12.2020
პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პრემიერმა სამთავრობო პროგრამის საკვანძო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და ეკონომიკურ ნაწილზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა.

„სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას. პირველი გახლავთ ეკონომიკური განვითარება, მე-2 - სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა, მე-3 - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, მე-4 - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო მმართველობა. აქ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევები, პრობლემები, რომლის მოგვარებაც მოუწევს ყველას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და დიდი ცვლილებები, ამ გამოწვევებში და ამ პროგრამის თვალსაზრისით არ ექნება და ვერ ექნება ვერავის.

პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება გახლავთ, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა, რომლის ოპერირების ერთადერთი ბუნებრივი და ეფექტური გარემო გახლავთ თავისუფალი ბაზარი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ჯერ უნდა შეინარჩუნოს პანდემიის პირობებში და შემდეგ შექმნას ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები.

„თუმცა ჩვენ, ხშირად გვითქვამს, რომ კერძო სექტორის, წარმატებული, ძლიერი ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული. კერძო სექტორის და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დამახასიათებელი კომპონენტი გახლავთ, რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც დღეს, გლობალური პანდემიის და როგორც შედეგი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში, ჩვენი ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დავუბრუნოთ იმ სტანდარტს, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით 2020 წელს. ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, როგორც ფინანსთა სამინისტროს ხარისხობრივ და ეფექტიან მუშაობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასაც, რამეთუ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა