logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
EBRD-ის ხელშეწყობით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ზრდის
EBRD-ის ხელშეწყობით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ზრდის
17:14 23.12.2020
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ლიზინგს” 6 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად, რომელიც ძირითადად რეგიონულ პროექტებზე იქნება მიმართული.

თიბისი ლიზინგი ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, ის მთლიანად ეკუთვნის თიბისი ბანკს და EBRD-თან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს.

COVID-19-ის კრიზისის დროსაც, EBRD საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორი ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და შესაბამისად ამ რთულ პერიოდში მისიმხარდაჭერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტია.

“EBRD-ს სურს ხელი შეუწყოს სალიზინგო ბაზრის განვითარებას და ქართული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დაფინანსება ალტერნატიული საკრედიტო არხების მეშვეობით. გამოყოფილი ფინანსური რესურსი ორიენტირებულია მცირე ბიზნესის წარმოებისკენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ სექტორებში, სადაც ყველაზე მეტი დაფინანსებაა საჭირო, განსაკუთრებით კი რეგიონებში. თიბისი ლიზინგი ძალიან კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ მოხერხდეს EBRD-ის სახსრების გადანაწილება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ უპრეცედენტო არასტაბილურობის პერიოდს გადიან. ბიზნესებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და უწყვეტი ფინანსური რესუსრის მიწოდება კი არსებითად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის”- განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

“მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ EBRD-თან ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, რათა გავზარდოთ წვდომა დაფინანსების ისეთ ალტერნატიულ საშუალებებზე, როგორიცაა ლიზინგი, რომელიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი, როგორც წამყვანი სალიზინგო კომპანიის მიზანია ხელი შევუწყოთ აღნიშნულ პროცესს და შევქმნათ პროდუქტების ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს გაუზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ბიზნესსაქმიანობის გაფართოებაში. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერის წყალობით კი შესაძლებელი ხდება ჩვენი მიზნების განხორციელება და ქართულ სალიზინგო ბაზარზე არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება” - განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. მისი საქმიანობა მიმართულია ფინანსურ სექტორში სტაბილურობის და პროდუქტების მრავალფეროვნების ზრდის მხარდასაჭერად, ისევე როგორც კერძოს ექტორის მეტი ჩართულობის ხელშეწყობისკენ ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ენერგოსექტორის განახლებისკენ, ენერგოეფექტურობის ზრდის და მისი მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით.

საქართველოში საქმიანობის დაწყების შემდეგ, EBRD-ის ინვესტიციამ ჯამში 4,2 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინადა 258 პროექტი მოიცვა საფინანსო, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგოსექტორებიდან; ინვესტიციების 80%კი კერძო სექტორშია განხორციელებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა