logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ სასტარტო პოზიციებს
გიორგი გახარია: სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ სასტარტო პოზიციებს
13:06 23.12.2020
სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ პირველ რიგში იმ სასტარტო პოზიციებს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2019-2020 წლებისთვის, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გლობალურმა პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფოს თითოეული ინსტიტუტი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება 1 თვესა ან 1 წელში. მისივე თქმით, შემდგომი წლები იქნება გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის წლები.

„მოგეხსენებათ, გლობალურმა პანდემიამ სერიოზული გამოწვევების და გამოცდის წინაშე დააყენა სახელმწიფოს თითოეული ინსტიტუტი, მან, ფაქტობრივად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი შეცვალა და ეს რა თქმა უნდა ეხებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უწყებებსაც. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდება 1 თვეში და ვერც 1 წელიწადში. შემდგომი წლები იქნება თანმიმდევრულად პანდემიის, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის წლები. ეკონომიკური თვალსაზრისით ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სამთავრობო პროგრამა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მოვახერხოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და დავუბრუნდეთ პირველ რიგში იმ სასტარტო პოზიციებს, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2019-2020 წლებისთვის, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელზეც გვექნება დეტალურად საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქ არის რამდენიმე პრინციპი, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი ეს არის - თავისუფალი ბაზარი და კერძო ინიციატივა, კერძო ბიზნესის განვითარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კერძო ბიზნესს, ხოლო კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა იყოს სულ უფრო და უფრო ამაღლებული. ძლიერი ქართული ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით - ეს არის ჩენი ძირითადი მიზანი, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ. ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმატებული განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ბიუჯეტის განხილვის პროცესშიც მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება, თქვენ ამას ნახავთ, სამთავროო პროგრამის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, მთავრობის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი არის ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა.

„განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობისა. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების. სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის მიმართულებითაც ჩვენ უაღრესად ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს. ყველა იმ სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ პირველ რიგში მათი ეფექტიანობის, მართვის გაუმჯობესება, თუმცა ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი, თუმცა ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა, ასევე მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა