logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნუნუ მიცკევიჩი: სტუდენტთა ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს მიერ არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდა
ნუნუ მიცკევიჩი: სტუდენტთა ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს მიერ არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდა
15:05 22.12.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს მხრიდან სტუდენტების მხარდამჭერი ღონისძებების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

ნუნუ მიცკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ მინისტრის ინიციატივის საფუძველზე სტუდენტებმა, რომლებიც 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსების მიზნით. სოციალური დახმარებით ისარგებლა 14 799 სტუდენტმა. დავალიანების მქონე სტუდენტებს ასევე უფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური.

გარდა ამისა, სამინისტროში ხორციელდება სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს (როგორიცაა: შშმ პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები, ობოლი - უდედმამო სტუდენტები, სახელმწიფო მზრულველობის ქვეშ მყოფი პირები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები) უფინანსდებათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრული საფასური.

2020-2021 სასწავლო წლისთვის გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება.

განხორციელდა თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა და პირებს, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, უფლება მიეცათ, სწავლა გაეგრძელებინათ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით.

აქტიურად ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მხარდამჭერი ღონისძიებები. აღნიშნულ პირებს უფლება მიეცათ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა გააგრძელონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა