logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად
საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად
13:27 22.12.2020
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. დეველოპერების საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ბანკმა ბოლო 1 წლის მანძილზე არაერთი სიახლე დანერგა.

შთამბეჭდავი შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი დეველოპერების საიმედო პარტნიორია.

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკის მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.

მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად ბანკმა საგრძნობლად გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მომხმარებელს კიდევ უფრო მოქნილი, მის საჭიროებებზე მორგებული პირობები შესთავაზა. გარდა ამისა, დეველოპერებისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი, 4B სივრციდან კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დეველოპერების მხარდასაჭერად და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა მრავალი სიახლე დანერგა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, კვლავაც გავაგრძელოთ დეველოპერების მხარდაჭერა, მეორეს მხრივ კი,მომხმარებელსუძრავი ქონების შესაძენად მაქსიმალურად კომფორტული გარემო, კიდევ უფრო მოქნილი და საინტერესო პირობები შევთავაზოთ. ამისთვის შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელიც დეველოპერებს 4B სივრციდან მოემსახურება. გვჯერა, რომ გამარტივებული და განახლებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად, პარტნიორობის ახალი სქემები და გაუმჯობესებული პირობები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,როგორც დეველოპერების სამომავლო საქმიანობის განვითარებას, ასევე მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სასურველი უძრავი ქონება მარტივად, მათთვისხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ჩვენარ ვჩერდებით ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ გზების პოვნას, რათა ვიყოთ დეველოპერების საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა