logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს
ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს
19:39 21.12.2020
„ნამახვანის ჰესების“ კასკადზე როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,5 მლრდ კვტ / სთ გამომუშავება, რომელიც ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 10 პროცენტია. ესაა 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს. პროექტში დასაქმდება 2000 - მდე ადამიანი, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, როდესაც ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მას ცალსახად გააჩნია თავისი ზეგავლენა გარემოზე.

„ამ საკითხს ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება. თავად ინვესტორმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით - საკმაოდ ბევრი კვლევა ჩაატარა, სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მეფუტკრეობა და მეღვინეობა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ინვესტორი კომპანია თანამშრომლობს ხეობის მცხოვრებლებთან, ახორციელებს სხვადასხვა სოციალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საბავშვო ბაღისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას. „მაგრამ, ბუნებრივია, პერიოდულად ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორთან და მოვუწოდებთ კიდეც, რომ უფრო მეტად შევიდეს პროექტის განმარტებაში, თუ როგორ არის ყველა რისკი აცილებული,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის გაცემული.

„ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები. ის ფაქტიც კი, რომ ნებართვას ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ და თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ კვლავ ხდება გადამოწმება, რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ ობიექტს და მის უსაფრთხოებას. ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ და ვამონიტორებთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა