logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ბოლო 3 წლის შედეგები არის თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები წარმატებულია
ლევან დავითაშვილი: ბოლო 3 წლის შედეგები არის თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები წარმატებულია
13:59 21.12.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ტექნოლოგიების განვითარებას, ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდას.

„2012 წლიდან 2019 წლამდე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 1.6 მილიარდი ლარით (43%) გაიზარდა და 2019 წელს, 5.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წლის, პირველი 3 კვარტლის მონაცემები, რაც გამოქვეყნდა საქსტატის მიერ, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წლიური მაჩვენებელი 6 მილიარდ ლარს გადასცდება, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება. 2020 წელსაც, პანდემიის მიუხედავად, გვაქვს 13%-იანი ზრდა.

გაზრდილია სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში შექმნილი დამატებითი ღირებულება. 2020 წელს, 14%-იანი ზრდის პროგნოზი გვაქვს. 2019 წლის მონაცემებით, 3,2 მილიარდ ლარს გადასცდა დამატებითი ღირებულება ამ სფეროში და ვფიქრობ, 2020 წლის მონაცემებიც შთამბეჭდავი იქნება.

მნიშვნელოვანია ის სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვაქვს აგროსასურსათო სექტორში. გვქონდა სავაჭრო დეფიციტი - 800 მლნ აშშ დოლარამდე. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ეს არის ისტორიული მინიმუმი და ეს 251 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2012 წლის წლიური მაჩვენებლის მესამედია. ჩვენი პირობა, რომ გვექნება დადებით სავაჭრო ბალანსი აუცილებლად შესრულდება შემდეგ 4 წლის განმავლობაში.

ეს ყველაფერი არის შედეგი იმ სტრატეგიის და თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც მოიცავს ბევრ მასშტაბურ, კომპლექსურ და წარმატებულ ღონისძიებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა