logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: IMF-ის პროგნოზით, საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად დარჩება
ნათია თურნავა: IMF-ის პროგნოზით, საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად დარჩება
12:46 21.12.2020
„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაფართოებაც, რაც ძალიან სწრაფად მოხდა და გადაწყდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე მეტყველებს.

„ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად და ამის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი არის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. პანდემიის მიუხედევად, 2020 წელს, სირთულეების მიუხედავად, არ შეგვიფერხებია სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით ის რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს წევრობასთან და ვალდებულებებთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, რეფორმების დღის წესრიგი გულისხმობს წარმატებული და თანმიმდევრული სტრუქტურული/სისტემური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, პროდუქტიულობისა და დანაზოგების ზრდაზე, ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებაზე.

„სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს უწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას საშუალოვადიან პერსპექტივაში და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა