logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, მთავრობას სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება არ შეუჩერებია
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, მთავრობას სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება არ შეუჩერებია
12:31 21.12.2020
„სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას, მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას, პანდემიის მიუხედავად, არ შეუჩერებია სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

მინისტრობის კანდიდატმა აქცენტი გააკეთა პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებზე მუშაობასაც საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს. მათ შორის, პრაქტიკაში დაინერგება გადახდისუუნარობის ახალი სისტემა, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს რეაბილიტაციასა და კრედიტორთა უფლებების დაცვაზე. ნათია თურნავას თქმით, კრედიტორთა სამართლიანი და ორგანიზებული დაკმაყოფილებისა და, პარალელურად, ბიზნესის გადარჩენის მიზნით, გადახდისუუნარობის ახალი სისტემა ქმედითად უზრუნველყოფს როგორც კრედიტორთა, ასევე ბიზნესის ინტერესების დაცვას.

„აღნიშნული რეფორმა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ბევრ ბიზნესს გაუჭირდება და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იქნება, როგორ დავიცვათ, ერთი მხრივ, ბიზნესი და მეორე მხრივ, კრედიტორთა უფლებები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ რეფორმად მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა კაპიტალის ბაზრის განვითარება. ნათია თურნავას თქმით, 2021 წელს წარდგენილ იქნება კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგია.

„აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მოხდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა. კაპიტალდაბანდების გრძელვადიანი ხელშეწყობის მიზნით მოხდება გრძელვადიანი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება, მათ შორის საპენსიო რეფორმის ფარგლებში დასრულდება კერძო საპენსიო სქემების რეფორმაც, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ლარის რესურსის აკუმულირებას. კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო და ლარიზაციის რეფორმასთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირების და ინვესტირების ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას, საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას,“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

„კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად უფრო მეტად საქართველოში იქნება მოზიდული ინსტიტუციური ინვესტორები, სხვადასხვა ფონდები, რომლებიც შეძლებენ თავისი ინვესტიციის დაბანდებას სხვადასხვა დარგში და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე მოსახლეობის კერძო დანაზოგებიც ცივილიზებული ფორმით მიემართება ეკონომიკისკენ და შექმნის დამატებულ ღირებულებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა