logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკისა სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკისა სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10:35 19.12.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ორივე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ პანდემიის დროს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ ორმხრივად მომგებიან და ხელსაყრელ თანამშრომლობას დიდი მნიშვნმელობა აქვს არა მხოლოდ აღნიშნული სექტორების მომავლისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის, რომელიც ამჟამად სარესტორნო სერვისს მხოლოდ ე.წ. დელივერი კომპანიების მეშვეობით იღებს.

გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით გაგრძელდება სამუშაო პროცესში მუშაობა აღნიშნული სექტორების წარმომადგენლებთან, რათა თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

„სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც განსაკუთრებულად დაზარალდა პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო. სახელმწიფო ახორციელებეს ამ ინდუსტრიის მხარდაჭერასაც. ესაა როგორც სესხების პროცენტების თანადაფინანსება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ამავე დროს, ვინაიდან მათი ოპერირება დღეს შეზღუდულია მხოლოდ მიტანის სერვისით, უაღრესად მნიშვნელოვანია მიტანის, ე.წ. დელივერის ინდუსტრიასთან სრულფასოვანი კოორდინაცია, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, მოხდეს მიტანის სერვისის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ეკონომიკის სამინისტრომ ითავა საკოორდინაციო შეხვედრის ჩატარება, სადაც ორივე ინდუსტრიამ ერთმანეთს მიმდინარე საკითხები გააცნო. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმ საკითხების სწრაფად გადაწყვეტა, რაც არის დღის წესრიგში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ მაქსიმალურად მხარდში დაუდგება და დაეხმარება, რათა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე ორივე ინდუსტრიას აქვს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა