logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა არასასურსათო სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა არასასურსათო სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
18:37 18.12.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილა უსაფრთხოების ის შესაძლო მექანიზმები, რომლებიც, ამ სავაჭრო ობიექტების 24 დეკემბრიდან გახსნის შემთხვევაში პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. შეხვედრას მინისტრთან ერთად ასევე ესწრებოდა ბიზნეს-ომბუდსმენის მ/შ ნინო კვეტენაძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

„სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე - საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით. მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის შეფასებით, შეხვედრის მონაწილე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა გამოხატეს ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა. როგორც თურნავამ აღნიშნა, მათგან მოისმინა სხვადასხვა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა.

„ჩვენთვის, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდი ინდუსტრია - ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა - ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა - დღევანდელი ამოცანა იყო მოგვესმინა ინფორმაცია კონკრეტული მექანიზმების შესახებ, ჩვენც შევთავაზეთ მათ მოსაზრებები. ეს ამოცანა შესრულებულია, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბრიდან გაიხსნება მოლები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა