2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 6 384,1 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამავე
პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა, ხოლო დეფლატორი 0,1%-ით შემცირდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ორ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,5%-ით გაიზარდა, ხოლო დეფლატორის ზრდამ 0,7% შეადგინა.
მთლიან შიდა პროდუქტში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა მრეწველობა (16,6% და ვაჭრობა (16,6%). მომდევნო პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,5%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6%) და ჯანდაცვა (5,9%).
მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, კავშირგაბმულობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

















