logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ დუნდუა: OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გაზრდის, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება
მიხეილ დუნდუა: OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გაზრდის, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება
16:07 16.12.2020
OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტზე საუბრისას.

მისი განცხადებით, მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა და მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. OECD-ს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსში ჩვენი ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს. წელს საქართველო პირველად მოხვდა ამ ინდექსში და პირველივე ჯერზე დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ათეულში, რაც მიანიშნებს იმას, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, რასაც პანდემია ჰქვია მთელ მსოფლიოში, საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ღია ეკონომიკამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს მაჩვენებელი აღნიშნულ კვლევაში აისახა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანამიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა