logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა
13:57 16.12.2020
საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 25 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება 7 წლიანია და ის 2019 წლის დეკემბერში EIB-სთან გაფორმებული 50 მილიონი ევროს მოცულობის მულტისავალუტო სესხის ლიმიტის ზრდაა (Top-up). აღნიშნული სესხის მიღება შესაძლებელია, როგორც ევროსა და აშშ დოლარში, ასევე ლარში. ლარის ტრანშის მობილიზება ნაწილობრივ ხდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.

სესხის მიზანია, მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო (MSME) ბიზნესებსა და საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს (MidCaps) COVID-19-ით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას. აღნიშნული ტრანზაქცია Team Europe-ის COVID-19-ზე საპასუხო გეგმის ნაწილია, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ლიკვიდურობისა და ოპერაციების უწყვეტობას და საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკს და ევროპის საინვესტიცი ობანკს შორის წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. გვეძლევა მეტი შესაძლებლობა MSME და MidCap მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ,რაც მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში. მადლობას ვუხდი ევროპის საინვესტიციო ბანკს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ ვამაყობთ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ეკონომიკას ამ რთულ პერიოდში. EIB-ს დაფინანსება ხელს შეუწყობს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე საქართველოს ფინანსურ სექტორს, რათა პანდემიის მიუხედავად, გააგრძელონ ოპერირება და შეძლონ ეკონომიკის გაჯანსაღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ხელფასები და შემოსავალი. ჩვენი ძალისხმევა ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად, საჯარო თუ კერძო სექტორებიდან, მიმართულია იქითკენ, რომ ვუზრუნველვყოთ შესაძლებლობებით სავსე და მდგრადი მომავალი“, - განაცხადა ტერეზა ცერვიშკამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოში ოპერაციების ხელმძღვანელმა.

„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს პანდემიის დროს. ქვეყნისთვის განკუთვნილი COVID-19 მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა შეძლო უპრეცედენტო, 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის მობილიზება, რომლის ძირითადი ნაწილი ბიზნესის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ქართული ბანკების მეშვეობით კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჩნდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს“,- განაცხადა კარლ ჰერცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა