logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევის მიუხედავად, საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
ნათია თურნავა: პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევის მიუხედავად, საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
19:27 15.12.2020
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროკავშირთან ერთად ჩაატარა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კვლევა, რომლითაც შეისწავლა საქართველოში 22 სხვადასხვა დარგში არსებული ვითარება და გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ. ჩვენ ვართ მერვე 80 - ზე მეტ ქვეყანას შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები; მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ, არის ძალიან მიმზიდველი და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, საქართველო კვლავაც ერთერთი მიმზიდველი ქვეყანა რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორების მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ დოკუმენტის მიმართ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობის დაკვეთით მოამზადა.

ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

„ეს არ არის პირველი ასეთი შეფასება. მცირე ხნის წინ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დასახელებულია როგორც ერთ-ერთი ძალიან ღია და მიმზიდველი ეკონომიკა უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ძალიან კარგ წინაპირობას, რომ 2021 წელს ჩვენ გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკა გაჯანსაღდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველო ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მშპ-სთან მიმართებაში. „ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - 7,5 პროცენტი მშპ-ში არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ერთერთი საუკეთესო გლობალურად მაჩვენებელია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა