logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
19:24 15.12.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა. კვლევა მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კველევის დასაწყებად მიმართა 2019 წლის დასაწყისში. მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა.

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ OECD - ის გენერალური მდივნის მოადგილე მასამიჩი კონო, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბაძე, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირები.

შესავალ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიღო და სამომავლოდ გეგმავს ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა OECD. მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება.

ნათია თურნავა მიესალმა იმ ფაქტს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80 - ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, რუმინეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი. ამავე დროს საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ისეთი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნებისა, როგორიცაა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, გერმანია, მონტენეგრო, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ასევე უკეთესია, ვიდრე ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი.

როგორც პრეზენტაციაში აღინიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% - ზე მეტი შეადგინა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების და უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობის კუთხით და წარმოადგენს წარმატების მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემიას საქართველოზე, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აქვს უპრეცენდენტო ეკონომიკური შედეგები. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინვესტიციებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება როგორც უცხოურ, ისე შიდა კერძო ინვესტიციებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით. კვლევის თანახმად საინვესტიციო კანონმდებლობა აყალიბებს თანაბარ პირობებს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს შორის და წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

მიუხედავად ყველა წარმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებისა, OECD - ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა