logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
14:56 15.12.2020
საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციებისაკენ სვლას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi იმართება. წლევანდელიკონფერენცია ონლაინ სივრცეში მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემთა პროფესიონალს აერთიანებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას და მხარი დაუჭიროს მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული ადამიანების სამომავლო განვითარებას.

DataFest Tbilisi 2020 დღეს დაიწყო და ის 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება უმასპინძლებს როგორც ინსპირაციულ გამოსვლებს და ვორქშოპებს ასევე, ჰაკათონებს მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიაში (მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი), ბიზნესში (ციფრული პროდუქტები, ფინტექი, ღრმა ანალიტიკა), კომუნიკაციებში (მონაცემთა ჟურნალისტიკა, ვიზუალიზაცია, დიზაინი).

ფესტივალს უძღვებიან მსოფლიო დონის სპიკერები, როგორებიც არიან: IBM-ის მონაცემების სტრატეგისტი - მარა პომეტი, Google-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი და სტარტაპმენტორი - მანუელ ლიმა, Airbnb-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი - კრისტ ვონგ საფასავატი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი - დენი საჯირი, და სხვა.

„მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს, DataFest Tbilisi 2020-ს. ფესტივალი აერთიანებს მონაცემებით დაინტერესებულ უამრავ პროფესიონალს და იძლევა შთაგონების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების სამომავლო პროფესიულ განვითარებას. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების შექმნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა