logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა:  2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის
ნათია თურნავა: 2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის
20:39 14.12.2020
2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში ნათია თურნავამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა და განხორციელდა.

„ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, რაც არის ჯამურად 161 მილიონი ლარის ინვესტიცია, ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეების მხარდამჭერი კონკურსი, რისთვისაც გამოყოფილია 40 მილიონ ლარამდე, პრაქტიკულად, გაორმაგებული ბიუჯეტი“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის (2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი), ასევე იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ბინათმშენებლობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, ვისაც იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურდა (6317 სესხის მხარდაჭერა).

„ასევე აქცენტი გაკეთდა დაზარალებულ ინდუსტრიებზე, რომელთა დასახმარებლად სრულიად ახალი მიმართულებები შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში - მაგალითად, ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 2200-მდე სასტუმრომ; ასევე ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, რომლითაც 33 ტურისტული კომპანია უკვე სარგებლობს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროში რეგულარული შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფთან, რომლებიც ასევე დაზარალდნენ პანდემიის გამო. „მხარდაჭერის მიმართულებებს დავამატეთ ივენთ-კომპანიებისთვის საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ახლახან ამოქმედდა ასევე სარესტორნო ინდუსტრიის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და დღევანდელი ინფორმაციით, უკვე 1400-ზე მეტმა რესტორანმა მოგვმართა განაცხადით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სტარტაპებისა და ინოვაციების წახალისებას, რომელიც დისტანციურ სამუშაოსთან და უსაფრთხოების ნორმების დანერგვასთან იყო დაკავშირებული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა