logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად წელს აქტიურად გავაგრძელეთ რეფორმები და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემო შევქმენით
ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად წელს აქტიურად გავაგრძელეთ რეფორმები და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემო შევქმენით
20:33 14.12.2020
„2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძელებდით რეფორმებს, ვაუმჯობესებდით ჩვენი სერვისების ეფექტურობას, ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის შევქმენით უფრო მეტად კომფორტული და მიმზიდველი გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ ამის შესახებ დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროში ამოქმედდა პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის და საზოგადეობრვი ცენტრების მეშვეობით ადამიანების რამდენიმე ბიზნესპროგრამის და სერვისის მიწოდება მოხდება კონკრეტულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აქტიური რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართულებით, კერძოდ - სტრუქტურულად მოხდა ორი სხვადასხვა ორგანიზაციის შერწყმა: ქონების მართვის და საფინანსო სერვისების სააგენტოების, და ახლა უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაერთი ფანჯრის პრინციპით ხდება.

„ასევე 2019 წლის ბოლოს დაიწყო და მთელი 2020 წლის განმავლობაში წარმატებით გრძელდებოდა პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც 100 პარალელური აუქციონი მუდმივად ტარდებოდა და ამ პროექტის ფარგლებში 2020 წელს გაიყიდა 88 ობიექტი, რომელთა ჯამური საპრივატიზებო თანხა 43 მლნ ლარია. მთლიანობაში 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მობილიზებულია 124 მლნ ლარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, უწყება მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა წიაღისეულის, ამ მნიშვნელოვანი რესურსის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით. „ბიზნესისთვის შეთავაზებულ იქნა წიაღით სარგებლობის 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი. აუქციონზე გავიდა და გაიყიდა წიაღითსარგებლობის 433 ლიცენზია; საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 2 015 სამუშო ადგილი შეიქმნა; მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20 800 000 ლარი შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა