logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა
ნათია თურნავა: მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა
16:57 14.12.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ნათია თურნავამ სხვა მრავალ საკითხთან ერთად საზოგადოებას პანდემიის გამო მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით მთელი რიგი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა.

„ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, სხვა შესაბამის უწყებებთან და საგანგებო შტაბთან ერთად. მათ შორის შეიქმნა ბიზნესვიზიტორების მართვის პლატფრომა, რაც მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ბიზნესვიზიტორების და ინვესტორების უსაფრთხო ჩამოყვანის უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევდა. 18 000-მდე განაცხადი დამუშავდა ამ პლატფორმის მეშვეობით და ის დღესაც მოქმედებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმის შესახებ, რომელიც ასევე 2020 წლის ივლისიდან მოქმედებს და რომლის მეშვეობითაც დამუშავდა 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი, საიდანაც 6 000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე პერიოდში დაიწყო პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმით. ის უცხოელ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან გააგრძელონ მუშაობა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 1000-მდე ნებართვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე.

„მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში, ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვიმუშავეთ ინსპექტირების ჯგუფების შემადგენლობაში, ვამოწმებდით, თუ როგორ ასრულებს ბიზნესი ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს, და ამ პროცესში 1500-ზე მეტი ობიექტის შემოწმება მოხდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა