logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა
თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა
12:08 11.12.2020
თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ISO 14001:2015 მასერტიფიცირებელი აუდიტი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატის მიღების პროცესშია. ეს ადასტურებს, რომ თიბისის გარემოსდაცვითი სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად იმართება.

ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ყველაზე ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია. აღნიშნული სტანდარტი შეიქმნა კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ, ან ირიბ გავლენას ახდენს გარემოზე. გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიცირება მოხალისეობრივი, არასავალდებულო გეგმაა, რომლის დახმარებითაც, ორგანიზაცია მუდმივად აუმჯობესებს თავის გარემოსდაცვით საქმიანობასა და მაჩვენებლებს.

სერტიფიცირების აუდიტის პირველ ეტაპზე, თიბისის სხვადასხვა მიმართულებისა და განყოფილების დოკუმენტაცია შემოწმდა, მომდევნო ეტაპზე კი - გაწერილი პოლიტიკისა და პროცედურების პრაქტიკაში განხორციელების პროცესი და ეფექტურობა.

„გვეამაყება, რომ თიბისი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელმაც გამოწვევებით სავსე რეალობის პარალელურად, სერტიფიცირების აუდიტის პროცესი დისტანციურად გაიარა და წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნული სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ ყველა ის პროცესი, რომლითაც თიბისი პირდაპირ, თუ ირიბად ზემოქმედებს გარემოზე, საერთაშორისო სტანდარტების და პროტოკოლის შესაბამისია. თიბისი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით საკითხებს. ჩვენი გარემოსდაცვითი მართვის სისტემა 4 მიმართულებას მოიცავს: შიდა გარემოსდაცვით ღონისძიებებს, დაკრედიტების დროს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას, მდგრად ფინანსირებასა და გარე კომუნიკაციებს. ISO 14001-ის სერტიფიკატის აღება არა მხოლოდ მიღწევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან არსებული მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად შესაბამისობაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა