logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
20:30 08.12.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ინდუსტრიის სხვადასხვა ასოციაციები -- რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიის ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციისა და 30-მდე რესტორნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები და მოთხოვნები, რასაც სექტორი აყენებს. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მთვრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში სარესტორნო ინდუსტრიისთვის დაწესებულ შეღავათებს. კერძოდ, გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება და ეს პროგრამა უკვე დაწყებულია.

აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ბიზნესთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების შედეგად მოხდა.

„თუმცა, კარგად გვესმის, რომ ტურისტულ ინდუსტრიას რთული პერიოდი აქვს და გამონაკლისი არც სარესტორნო სექტორია. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს დასმული საკითხებიდან ერთი ნაწილი მთავრობის მიერ უკვე გადაწყვეტილია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობდით იმპლემენტაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე, რაც შეიძლება გაუჩნდეს სარესტორონო ინდუსტრიას, თუნდაც იგივე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის. ეს პროგრამა უკვე დამტკიცებულია და კონკრეტული ტექნიკური საკითხებია გასავლელი. აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხს, როგორიც საგადასახადო შეღავათებია, სექტორი მიესალმება და ინდუსტრიისთვის მნიშნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მთავარი თხოვნა არის, რომ რესტორნებმა მაქსიმალიურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, სარესტორნე ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს, დასაქმებულთა შენარჩუნებას.
„კიდევ ერთი საკითხი, რაშიც მათ სჭირდებათ დახმარება, ეს არის დელივერის სერვისი, გატანის სერვისი, რომ უკეთ ამუშავდეს. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით მათ შეუძლიათ მუშაობა ამ რეჟიმში გააგრძელონ. სექტორთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კომუნიკაციას, გაიმართება სექტორული შეხვედრები, რათ კონკრეტული საკითხები გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გაბრიაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა