logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით
გენადი არველაძე: საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით
15:10 07.12.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-19 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ განაცხადა, რომ „პანდემიამ შეაფერხა საქართველოს პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია, თუმცა დიდი გლობალური გამოწვევის პირობებში, საქართველომ შეძლო ეფექტურად ეპასუხა ამ შოკისთვის და დაბალანსებული მიდგომით თავიდან აეცილებინა მნიშვნელოვანი ზარალი, ერთი მხრივ ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერითა და მეორე მხრივ, მისი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით“. მან ასევე ხაზი გაუსვა CAREC – ის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივ ძალისხმევას და კოორდინირებული პოლიტიკის მნიშვნელობას პოსტკოვიდურ სამყაროში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და რეგიონული ინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ბოლო ორი წლის განმავლობაში CAREC–ის სტრატეგია 2030 – ის სწრაფი და პროგრესული განხორციელების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საბაჟო პროცედურების გამარტივების შემდგომ საჭირო ნაბიჯებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქონლის უწყვეტი გადაადგილება CAREC-ის სატრანსპორტო დერეფანში. გენადი არველაძის თქმით, ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინტეგრირებული საზღვრის მართვის კონცეფციის დანერგვით, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის 100% განხორციელებით. მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს დერეფნის ციფრული სისტემის განვითარებას. ტრანსპორტის სფეროში ციფრული სისტემების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიის არსებობის ფონზე.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა CAREC - ის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებს და პროგრამებს რეგიონში მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის. „პანდემია, სავარაუდოდ, შექმნის ახალ მიდგომებს და ტენდენციებს, მათ შორის გაზრდის ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის მნიშვნელობას. ტურიზმის რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების განმტკიცებას, ამით რეგიონის იმიჯის ამაღლებას უცხოელი ვიზიტორების და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით“, - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილე ასევე მიესალმა CAREC - ის 2030 გენდერის სტრატეგიის მიღებას, სტრატეგიაში წარმოდგენილი მიდგომები უნივერსალური და ინკლუზიურია, მოიცავს გენდერული თანასწორობის ფართო სპექტრს.

საქართველო CAREC-ის რეგიონული ორგანიზაციის წევრია 2016 წლის ოქტომბრიდან. ამ ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC-ის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებთან ერთად ახალი სტრატეგიების დამატება, გააღრმავებს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა