logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა
გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა
10:16 04.12.2020
საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 7 - წლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა, შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

2012 წელთან შედარებით საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით, რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს (World Bank Indicator database, various UN agencies (UNDP, UNEP, UNICEF, FAO, WHO, WMO, www.data.un.org ), the International Monetary Fund (IMF), and other nongovernmental organizations (including Transparency International, Reporters without Borders, The New Economics Foundation, The Institute for Economics and Peace, The Fund For Peace, the Joint Global Change Research Institute).

შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი 59.3 ქულა მოიპოვა , მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ.

http://solability.com/solability/sustainability-publications/the-global-sustainable-competitiveness-index-2
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა