logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სახელმწიფო სარესტორნე ბიზნესს საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება
ნათია თურნავა: სახელმწიფო სარესტორნე ბიზნესს საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება
13:54 03.12.2020
„როგორც გაცხადებული გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პანდემიით დაზარალებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას - სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება. ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი მიმართულება და, პრაქტიკულად, ხვალიდან, სააგენტო ბანკებიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. შესაბამისად, მოვუწოდებთ რესტორნების წარმომადგენლებს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს“ - ეს სიახლე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო.

მინისტრის თქმით, ეს იყო მოთხოვნა, რასაც ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

„გარდა ამ ახალი პროგრამისა, მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს - ეს არის უპრეცედენტო, საგადასახადო შეღავათები, 2021 წლის ქონების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება, შემდეგ უკვე შეღავათები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებზე“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი - 400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი, რომლის მომსახურებაშიც მთავრობა გვერდში უდგას და ეხმარება რესტორნებს. „ვვარაუდობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ეს ციფრიც ხაზს უსვამს ფაქტს, რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სარესტორნე ბიზნესს. სულ მცირე, 1500-მდე რესტორანი შეძლებს ისარგებლოს ამ დახმარებით“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა