logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით
12:47 02.12.2020
„ინტერნეტმმართველობის ფორუმი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობებს, დარგის ექსპერტებთან ერთად, ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ინტერნეტის სფეროში არსებულ პრობლემურ გამოწვევებს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ციფრულ საუკუნეში საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი - GeoIGF 2020 მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს. ორდღიანი ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტსაზოგადოება ISOC Georgia-ს და კომუნიკაციების კომისიის მასპინძლობითა და თანაორგანიზებით იმართება.

აკაკი საღირაშვილის განცხადებით, პანდემიამ ხაზგასმით აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება და წვდომა ინტერნეტით განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე.

„ერთი მხრივ, ჩვენი მიზანია, რომ ინტერნეტი იყოს ღია და ამავდროულად ცხადია, დაცული. თუმცა, როდესაც ინტერნეტის ღიაობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონალური მონაცემების დაცვის კომპონენტები, ადამიანის უფლებები ამ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების ასპექტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და გამოწვევაა. ეს ფორუმი ამ გამოწვევებზე მსჯელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის კარგი პლატფორმაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა.
„ამ მიზნით დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე რეგიონში და მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით, უკვე მომავალი წლიდან ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისთვის - შემუშავებულია 2020-25 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რასაც ასევე ვახორციელებთ“, - განაცხადა საღირაშვილმა.
ინტერნეტმმართველობის ფორუმზე, რომელიც 2-3 დეკემბერს იმართება, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა; ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19 - ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს.

ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა