logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 16 758.1 მლნ ლარით განისაზღვრა
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 16 758.1 მლნ ლარით განისაზღვრა
11:21 01.12.2020
2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობას - 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს (წინა წარდგენებთან შედარებით ასიგნებების მოცულობა იზრდება 1 313.1 მლნ ლარით).

ჯამში, ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 12 778.3 მლნ ლარს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ხარჯები რამდენიმე სამინისტროს მიხედვით:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები - წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711 მლნ ლარით და შეადგენს 5 563 მლნ ლარს, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 48 მლნ ლარით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება - განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით. ასიგნებები 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 551.3 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - დაფინანსება განისაზღვრა 1 802.6 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 263.8 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენებთან შედარებით, გაზრდილია 64.5 მლნ ლარით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 47.8 მლნ ლარით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 469.8 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 113.3 მლნ ლარით. მათ შორის გათვალისწინებულია, დამატებით, 85.0 მლნ ლარი ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში და ჯამურად აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება შეადგენს 120.0 მლნ ლარს, მათ შორის, 35.0 მლნ ლარი მცირე გრანტებისთვის, 50.0 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად, ხოლო 35.0 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის (2020 წელს დაწყებული პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით); 50 მლნ ლარი ახალი კორონოვირუსის მართვასთან დაკავშირებული კარანტინის ხარჯებისათვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა