logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: დღესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის
გიორგი გახარია: დღესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის
16:03 26.11.2020
დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში განახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის ეს გახლდათ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 1 500 ლარამდე ხელფასების მქონე მათი თანამშრომლებისთვის 750 ლარზე, ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 დასაქმებულს, ეს იყო დაახლოებით 260 მლნ ლარი, ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის პერიოდში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული, ისინი გათავისუფლდებიან სრულად ქონების გადასახადისგან. ტურიზმის სექტორში 2020 წლის განმავლობაში 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადი იყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორს ეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც იყო გადავადებული სრულად ჩამოეწერება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე ბიზნესის დახმარების შეთავაზებაში მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორთან ერთად დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ რესტორნების ბიზნესი არის უკიდურესად დაზარალებული, ამიტომ ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი სასტუმროების დახმარების, რომლებიც ჩვენ გვქონდა მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გავრცელდება რესტორნების ბიზნესზეც. ყველა სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს. ეს მე-4 ფაზის დახმარების პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური, ასევე ბიზნესის დახმარების საერთო ბიუჯეტი სახელმწიფოს დაუჯდება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დღეს. გარდა ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, ის შეზღუდვებიც რომელზეც მე ვისაუბრე, ამ შეზღუდვების დღეს ფორმალური იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ, ასე ვთქვათ, იურიდიული ბაზა გაგვაჩნია პირველ იანვრამდე, მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ის ნორმა, რომელიც მოქმედებს, მოქმედებს პირველ იანვრამდე, ისევე როგორც ბიუჯეტია დასამტკიცებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სწრაფად და შესაბამისად, ეს იქნება 2-თვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი და სიჩქარე, რამაც უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდის ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა გაზაფხულზე. დღესაც მოგეხსენებათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სწრაფი ეკონომიკური პოსტ-კრიზისული აღდგენისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა