კომპანია „რონიკო“ მომხმარებელს საშემოდგომო ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებელი „ცეის”-ის, „ესილორ”-ის და „კლექს”-ის სათვალის ლინზების შეძენას 40%-იანი ფასდაკლებით შეძლებს.
ამასთან, „რონიკოს“ ოპტიკურ სალონებში 30%-მდე ფასდაკლება მზის სათვალეების 2012 წლის კოლექციებზეც ვრცელდება, მათ შორის, იმ ბრენდებზე, რომელიც ზაფხულის სეზონზე ფასდაკლების გარეშე იყიდებოდა.
„რონიკოს“ ოპტიკურ სალონებში ახალი აქციის ფარგლებში მომხმარებელს „ბულგარის”, „შანელის”, „შოპარდის”, „მონ ბლანის“, „ჟივენშის“, „ზენიას“, „პრადას“, „დოლჩე გაბანას“ სხვა მრავალი ბრენდის სათვალის შეძენა შეუძლია.

















