logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ პროექტი პიკზე საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება
ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ პროექტი პიკზე საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება
17:10 19.11.2020
„ნამახვანიჰესი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტარისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორი, კომპანია „ენკა“ ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორცილების მიმართულებით. „ინვესტორი ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მანამდეც მუშაობდა და სწორედ ამის გამო ძალიან შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება, ინვესტორი მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგადაა ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობისას იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის - დღესდღეობით მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებშიც ძალიან დიდი დოზით სწორედ ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული. მინისტრის ინფორმაციით, პიკზე პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„მთლიანობაში, რასაკვირველია, კარგი არ არის, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტებს და ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო მიზანი გააჩნია, ისმის ხოლმე კითხვები, არის გარკვეული პროტესტის გამოხატვა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, თუმდა, მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

„ამიტომ ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა