logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
9 238 გადასახადის გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა
9 238 გადასახადის გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა
16:51 19.11.2020
ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9 238 გადასახადის გადამხდელს, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა.

დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.
მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.

გადაწყვეტილება ეხება 2020 წლის 16 ნოემბრიდან წარმოშობილ ზედმეტად გადახდილ თანხებს (ე.წ. ,,მწვანე ბარათზე“, შესაბამის რისკზე დაფუძნებული მიდგომით მიღებული შესამცირებლად გაანგარიშებული დღგ-ის თანხას).

ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა ავტორიზებულ გვერდზე - eservices.rs.ge მოქმედი/აქტიური საბანკო ანგარიშის მოწოდების მიზნით, უკვე გაიგზავნა სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინება, რათა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხის დაბრუნება ავტომატურად განხორციელდეს.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს დროულად უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა.

რაც შეეხება 2020 წლის 16 ნოემბრამდე დეკლარირებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს, რაც ასახულია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნული თანხა პირს შეუძლია დაიბრუნოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველზე ან მიმართოს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა