logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფელი ტანძიის ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესაქტივობების ხელშეწყობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და UNDP ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
სოფელი ტანძიის ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესაქტივობების ხელშეწყობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი და UNDP ერთობლივ პროექტს განახორციელებენ
16:46 19.11.2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“ ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ხელშეკრულებას ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონიმ მოაწერეს.

ღონისძიებას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდება.

პროექტისთვის UNDP-მ 59,200 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება კი 36,000 ლარს შეადგენს.

გრანტის ფარგლებში, იგეგმება მუზეუმის ელექტრონული პლატფორმა შეიქმნას, სადაც მუზეუმისა და სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიული წყაროები განთავსება. ასევე ელექტრონულ პლატფორმაზე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მოძიებაც იქნება შესაძლებელი.

„დღეს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონისთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლიც სოფელ ტანძიის თემის მდგარდ ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გაეროს განვითარების პროგრამისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყობა. გრანტის ფარგლებში, ასევე მუზეუმის ელექტრონული პლატფორმა გაკეთდება, სადაც შესაძლებელი იქნება მუზეუმისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება. ეს პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტურისტული სექტორის განვითარებას უდავოდ დაეხმარება, ადგილობრივი მცირე ბიზნესის სტიმულირებას ხელს შეუწყობს, რაც ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა