logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო
ნათია თურნავა PwC-ისა და ინვესტორთა საბჭოს მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით ჩატარებულ ბიზნესის კვლევას გაეცნო
11:12 19.11.2020
გლობალური პანდემიის პირობებში, რაც დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მივესალმებით ინვესტორთა საბჭოს დახმარებას, კერძოდ საბჭო, საერთშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-თან ერთად, პერიოდულად ატარებს და გვაწვდის კვლევებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესში პანდემიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა პირველმა კვლევამ, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე ჩატარდა, საკმაოდ რთული შედეგები და პესიმისტური მოლოდინი აჩვენა.

თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით,ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად ეხმარება ბიზნესის სხვადასხვა სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა, განვითარდეს და გაუმკლავდეს პანდემიას, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებიც უფრო უმჯობესდება, ბოლო კვლევა უფრო ოპტიმისტურ სურათს აჩვენებს .

„ბოლო კვლევის თანახმად, ბევრმა ბიზნესმა შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი შემოსავლები, დასაქმების მაჩვენებელიც, რომელიც თავიდან იყო უფრო ნეგატიური. თუმცა, თანდათან გამოსწორდა, ასევე მოლოდინებიც არის უფრო ოპტიმისტური. ამ ფაქტორებზე დადებითად იმოქმედა ცნობებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების დაწყებაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ. ასევე მოქმედებს ისიც, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ახალ პაკეტს ვამზადებთ, ეს ყველაფერი მათზე დადებითდ აისახება და ამას PwC-ის კვლევაც აჩვენებს“, - აღნიშნა ნათია თურნვამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით, ინვესტორთა საბჭომ, „პრაისუოთერჰაუს კუპერს საქართველოსთან“ თანამშრომლობით ჩაატარა ბიზნესის კვლევა კოვიდ-19-ით გამოწვეულ პრობლემთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა უკვე მეორე ჩატარდა. პირველი კვლევა მოიცავდა აპრილი - მაისის პერიოდს, ხოლო მეორე კვლევა - სექტემბერი - ოქტომბერს. გამოიკითხა 750-მდე კომპანია, რომლის დროსაც მოხდა სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიების საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა