logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა სილიკონ ველიდან მოიზიდეს დაფინანსება
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა სილიკონ ველიდან მოიზიდეს დაფინანსება
17:31 17.11.2020
„მოხარულები ვართ, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსს უკვე მეექვსედ აცხადებს და ინოვაციური და კრეატიული პროექტების წარმდგენ სტარტაპებს გამოავლენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს და მხარს უჭერს სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.

„ეს საგრანტო პროგრამაც ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად 96 სტარტაპი დაფინანსდა. გვაქვს ძალიან წარმატებული მაგალითები, როდესაც ჩვენმა დაფინანსებულმა სტარტაპებმა სილიკონ ველიდან მოიზიდეს დაფინანსება უკვე კერძო ინვესტორების მხრიდან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილებები და შეღავათები, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ აიტი ინდუსტრიისთვის შემოიღო.
„ჩვენ კომპანიებს მივანიჭეთ ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეღავათით გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს გლობალურ აიტი კომპანიებს, რომ დააფუძნონ მეტი წარმომადგენლობა საქართველოში და ეს სფერო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა