logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსექტორის მხარდასაჭერად
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსექტორის მხარდასაჭერად
12:28 16.11.2020
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამადა თიბისი აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოტენტიანტია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხრიდან მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საგრანტო დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო თიბისის მხრიდან - პროექტის თანამონაწილებისთვის საჭირო თანხების დაფინანსებას. გრანტის მოპოვება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.

„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აძლიერებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შემოსავლები სოფლად. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ინიციატივები სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას. პროგრამა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეულ ფერმერებზე და მეწარმეებზე, არამედ მთლიანად სექტორის განვითარებაზე,“ - ამბობს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მოიცავენ შემდეგი კულტურების მოსავლის შენახვის და გადამუშავების პროცესს: კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა). საგრანტო თანხების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საწარმოო დანადგარების და ინვენტარის შესაძენად.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარება კი, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში ხელშეწყობა, ბიო და ორგანული სტანდარტის დანერგვა, მარკეტინგი, ბრენდირება, ბაზარზე წვდომა და ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობა. გარდა ამისა, USAID-ის და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია არასაფინანსო სერვისები, რაც კონსულტირებაში კვალიფიციურ დახმარებას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, თიბისი აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს რამდენიმე მიზნობრიობით დააფინანსებს: ძირითადი საბრუნავი საშუალებების შეძენის შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფო პროექტის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტის სტარტაპ აგრო სესხისფარგლებში გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ თიბისისგან თანამონაწილებისთვის საჭირო თანხა მიიღონ საწარმოსთვის საჭირო მიწის ფართობის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, საჭირო საბრუნავი საშუალებების, მათ შორის ნედლეულის, ტექნოლოგიური ხაზების, მანქანა-დანადგარების შეძენისთვის და მონტაჟისთვის.

„ჩვენი და USAID-ის კოლაბორაცია აგროსექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩვენ მათ ვთავაზობთ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით ჩვენ მათ დავეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის განვითარების გზების დასახვაში,“ - ამბობს თიბისის სერვის ექსპერტი აგრო და საოჯახო მეურნეობებში შოთა გონგლაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა