logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით 500 Startups-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით 500 Startups-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის
11:23 16.11.2020
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითმსოფლიოს ტოპ ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი, აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს. პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება და ჯამში აქსელერაციის პროცესს გაივლის 30 სტარტაპი.

საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: აშშ, სლოვაკეთი, უკრაინა, ინდოეთი, ლატვია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ჩეხეთი და სხვა შემოვიდა 140 განაცხადი, ხოლო აქსელერაციის პროგრამის მეორე ეტაპში ჩაერთვება 15 სტარტაპი: Agronavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, Activechat, YouTravel.me, Corebook, Agrolabs.პროგრამაში მონაწილეობას იღებს 11 ქართული სტარტაპი და 4 უცხოური, რომლებიც თავიანთ სტარტაპებს საქართველოში დაარეგისტრირებენ.

ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი ონლაინ ,,ბუთქემფი“ დაიწყო და 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.

საერთაშორისო ტოპაქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა.

500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპაქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო

პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა