logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს
17:30 10.11.2020
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს გადაამზადებს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ქსელები და ა.შ.

პროგრამა განხორციელდება ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე 500 IT სპეციალისტი გადამზადდება, რასაც მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერიNew Horizons უზრუნველყოფს, რომელსაც სფეროში 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და მსოფლიოს TOP 20-ში საუკეთესო ტრენინგ პროვაიდერს შორის დასახელდა.

,,საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი საგადასახადო შეღავათები დააწესა IT კომპანიებისთვის, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე საერთაშორისო კომპანია უკვე შემოვიდა საქართველოში და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს IT გადამზადების პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, უფასოდ გადამზადდეს მსოფლიო დონის ტრენერებისგან, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი ამ სფეროში და დასაქმდეს საერთაშორისო კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე ქვეყნიდან გაუსვლელად.“ - აცხადებს GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ტრენინგებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია და დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს პროგრამაში. სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება.

პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც ერთგვარი გარანტია იქნება მათი დასაქმებისა და მაღალანაზღაურებადი შემოსავლის გაჩენის. გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის სასწავლო კურსს ,,პროექტების მართვისა“ და ,,ფრილანსერობის“ მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა სახლიდან ჩაერთონ პროგრამაში და სრულყოფილად გაიარონ შერჩეული კურსი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს უნივერსიტეტებში, ტრენინგ ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურად მათთვის სივრცეების გამოყოფას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა