logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობამ აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია
ნათია თურნავა: ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობამ აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია
10:51 08.11.2020
„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობამ თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს.

„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ წლიდან წლამდე ვაძლიერებთ და ვავითარებთ სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ - სთან ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, რომელიც ასევე განიხილავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ამ შეთანხმების გაფორმებამდე მნიშვნელოვანია GPS - ის არსებული პრეფერენციული რეჟიმის შენარჩუნება, რომლის ერთ-ერთი წინაპირობაა დასაქმებულთა უფლებების დაცვის სისტემის საერთაშორისო დასავლური სტანდარტებთან მისადაგება. ესაა როგორც კანონმდებლობის, ასევე აღსრულების დახვეწა. ჩვენ დასაქმებულებს გვერდში ვუდგავართ და მათ უფლებების დაცვის ახალ მექანიზმებს ვთავაზობთ. ეს ის პროგრესია, რომელიც ასე სამართლიანად იქნა აღნიშნული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ,“ - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ – ის პროფკავშირებმა პეტიციით 2010 წელს მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პეტიციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აშშ - სთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარესა და პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2013 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობის შედეგია აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დასაქმებულთა უფლებების GSP სტანდარტების შესაბამისობასთან რევიზიის დახურვის შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა