logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე საბოლოო შეთანხმებას მივაღწიეთ
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე საბოლოო შეთანხმებას მივაღწიეთ
19:10 05.11.2020
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას 2021 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, სსფ-სთან მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება როგორც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისე მომავალი წლის ბიუჯეტის სტრუქტურაზე.

„2021 წლის ბიუჯეტის სტრუქტურა აგებულია კვლავ ორ ძირითად მიმართულებაზე. ერთი, კვლავ მიმართული იქნება კოვიდ 19-ის შედეგად დაზარალებული სფეროებისა და ადამიანების მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ, მეორე იქნება ფისკალური სტიმული და ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენ, როგორც ყველას, იმედი გვქონდა, რომ მომავალი წელი მსოფლიოს მასშტაბით იქნებოდა პოსტკრიზიული წელი და შესაძლებლობა იქნებოდა საუბარი ეკონომიკის უფრო მეტ სტიმულირებაზე, თუმცა სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა, ამიტომ ჩვენ გვექნება, პრაქტიკულად, ისეთივე საბიუჯეტო ფილოსოფია, როგორიც იყო 2020 წელს, რაც ნიშნავს, რომ თანხები მიიმართება იმ ზიანის კომპენსაციასა და შემსუბუქებაზე, რასაც კოვიდი ყოველდღიურად გვაყენებს და ამავე დროს, გაგრძელდება ეკონომიკის სტიმულირების პროცესი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.

„ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვის შესაძლებლობა იქნება დეკემბერში, პარლამენტში, რომელსაც იმედი მაქვს, რომ დაესწრებიან ჩვენი ოპონენტები, მათი პასუხისმგებლიანი ნაწილი მაინც,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა