logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ის რადიკალური პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე
ივანე მაჭავარიანი: ის რადიკალური პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე
15:46 05.11.2020
„ამ ეტაპზე, არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან და რადიკალიზმთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებზე ყველამ იგრძონს პასუხისმგებლობა.

„ეს დაძაბულობა, ამავდროულად, ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობს, რომ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არაა რთული პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში, კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება, ასევე, ძალადობრივი გზით გადაწყვეტაზე ფარულად ან მინიშნებით საუბარი. აი, ამაზე უარის თქმა და მეორე მხრივ, მინიმალური წესების დაცვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს და კონტრიბუციას გააკეთებს, როგორც ლარის კურსის მერყეობის, ასევე, ვირუსის გავრცელების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ დამაიმედებელი.

„სექტემბრის შედგები იყო საკამოდ დამაიმედებელი. ეკონომიკა შემცირდა მხოლოდ 0,7%-ით წინა წელთან შედარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი დაწყებულია და ეს პროცესი ძირითადად, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ სერიზული ფისკალური სტიმული, სახელმწიფოს არ შეუმცირებია ხარჯვითი ნაწილი და ის სწორი მიმართულებით დახარჯა. ეს ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ის საპასუხო ზომები, რაც იყო მიღებული გაზაფხულიდან დღემდე, იყო ადეკვატური, არამარტო სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში, არამედ იმ კაპიტალური პროქტების გაგრძელების ნაწილშიც, რომლიც მიმდინარეობდა,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა