logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მთავრობის ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს გაზიფიცირების მაჩვენებელი 90 პროცენტს გადააჭარბებს
ნათია თურნავა: მთავრობის ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს გაზიფიცირების მაჩვენებელი 90 პროცენტს გადააჭარბებს
12:39 29.10.2020
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე აქტიური გაზიფიცირების პროცესი გაგრძელდეს 2022-24 წლებში და დამატებით, ქვეყნის კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული, 2024 წლით დასრულებული, დამატებით 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 პროცენტს გადააჭარბებს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში“- ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე გეგმის ფარგლებში, უკვე გაზიფიცირდა ან უახლოეს თვეებში დასრულდება სამუშაოები საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტში და მთლიანად, გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1 400 000 მიაღწევს.

„ეს პროექტი მიმდინარეობს წარმატებით და მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ვადაზე ადრე სრულდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი იყოს გაზიფიცირების დაფარვა და რეგიონებში გაფართოვდეს ეს ქსელი, შესაბამისად, დავამტკიცეთ გეგმის გაგრძელება 2022-24 წლებში“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ეს არის იმ ახალი პრიორიტეტების ნათელი გამოხატულება, რაც სახელისუფლებო გუნდმა დაადგინა. „2012 წლამდე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზის ინფრასტრუქტურით, ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის რეგიონებში და ეს სიკეთე რეგიონებში იქნება ძალიან ფართოდ წარმოდგენილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა